Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ Fair Play აღარ მუშაობს…“

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის ფაბიო კაპელოს აზრით, ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ სატრანსფერო ფანჯარაზე სიტუაცია გაცილებით გაუარესდა.

„ეჭვგარეშეა, რომ 2017 წელს ნეიმარის პსჟ-ში ტრანსფერი დიდი აფეთქებასავით იყო. იმ დღიდან მოყოლებული, ყველაფრის ფასი გაცილებით გაიზარდა. დღეისათვის საშუალო დონის ფეხბურთელებსაც კი წამრმოუდგენელ ხელფასებს უხდიან.

„გუნდებისთვის სიტუაცია დღითი დღე უფრო რთულდებოდა და ამიტომ დღეისათვის ევროპული გრანდების უმეტესობა უდიდეს კრიზისში იმყოფება.

„ბარსელონას, რეალის და სხვა გუნდების წლიური ხარჯები პანდემიამდეც წარმოუდგენელი იყო, ამის გამო ბლაუგრანამ მესი დაკარგა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა.

„დღეისათვის სულ რამდენიმე გუნდია, რომლებიც ფინანსურად სხვებზე გაცილებით მაღლა დგანან. ჩელსი, რომლის უკან რუსი ოლიგარქი დგას, პსჟ, რომელსაც კატარი აფინანსებს და ემირატებიდან დაფინანსებული სიტი. ფაქტია, რომ Fair Play ბოლო წლებში აღარ მუშაობს…“