Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კაპელო:“ იტალიური გუნდები ევროპაში იჩაგრებიან“

ფაბიო კაპელომ UEFA-ს გულშემატკივრების მხრივ რეგულაციებზე მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა.

„შახტართან მატჩის დროს თამაშს 15,000 გულშემატკივარი დაესწრო და რა თქმა უნდა, ამით გუნდს უფრო მეტი მოტივაცია მიეცა. საკუთარ სტადიონზე გულშემატკივრების წინ თამაში ყოველთვის დიდი მუხტია.

„ინტერს და სხვა იტალიურ გუნდებს კი საკუთარ მოედნებზე გულშემატკივრების გარეშე უწევთ თამაში. მაყურებლების ჩართულობა ხშირ შემთხვევაში მსაჯებზეც ახდენს გავლენას და სახლში მოთამაშე გუნდს დამატებით უპირატესობას აძლევს.

„UEFA-მ ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოაგვაროს, რადგან ზოგიერთი და განსაკუთრებულად იტალიური გუნდები დაჩაგრულები გამოდიან.“