Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით გამოძიება შესაძლოა ინტერის წინააღმდეგაც დაიწყოს…

იტალიურ მედიაში კაპიტალის შესაძლო ხელოვნურ ზრდასთან დაკავშირებით საუბარი არ წყდება და არ არის გამორიცხული, რომ იუვენტუსის, ატალანტას, ნაპოლის, ჯენოას და სამპდორიას შემდეგ გამოძიება ინტერის ფინანსებით დაინტერესდეს.

წყაროების ინფორამციით, ყველაზე დიდ ინტერესს ინტერსა და ჯენოას შორის განხორციელებული 6 ტრანსფერი იმსახურებს, რომლებიც 2018-20 წლებში განხორციელდა.

ერთ-ერთი ფეხბურთელი აღნიშნული ექვსიდან, რომელიც გარკვეულ კითხვებს აჩენს, ანდრეა პინამონტის ტრანსფერია, რომელიც ჯენოაში 19 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა, იქ 1 წელი გაატარა და ინტერმა ის 21 მილიონის გადახდის შემდეგ დაიბრუნა, თუმცა ფეხბურთელს გენუელების რიგებში ფაქტობრივად არ უთამაშია.