Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კარგი ამბავი მილანის გულშემატკივრებს

მას შემდეგ,რაც ისმაელ ბენასერმა აფრიკის თასის საუკეთესო მოთამაშის წოდება მიიღო,მან წარმატებული სვლა მილანშიც გააგრძელა და გასულ ზაფხულში 16 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელი უამრავი ევროპული გრანდის სამიზნე გახდა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა,რომ ბენასერის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო იყო,თუმცა რამდენიმე საათის წინ ამ პუნქტის დეტალები გასაჯაროვდა და გაირკვა,რომ კონტრაქტის ეს ნაწილი მხოლოდ 2021 წლიდან ამოქმედდება,რაც მილანს მისი გუნდში დარჩენის გარანტიას აძლევს.გუნდმა უკვე დააფიქსირა,რომ მისი გაყიდვა როსონერის გეგმებში არ შედის და ალბანელი ფეხბურთელი მილანის ახალი პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება.