Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კარგი და ცუდი ინფორმაცია პიოლისთვის დერბის წინ

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიოს ფეხბურთის მოყვარულები მილანური დერბის მოლოდინში ვართ და სამწუხაროდ დანაკლისის გარეშე 17 ოქტომბერს არც ერთი გუნდი არ იქნება.

MilanNews-ის ინფორმაციით, მილანის ლაზარეთიდან ერთი კარგი და ერთი ცუდი ამბავი გავრცელდა. ანდრეა კონტი, რომელიც ტრავმის გამო გუნდს უკვე რამდენიმე თვეა აკლია, ვარჯიშს დაუბრუნდა და სტეფანო პიოლი დერბიში მის გამოყენებას მოახერხებს.

ცუდი ამბავი კი ის არის, რომ ანტე რებიჩის თამაში ინტერის წინააღმდეგ ფაქტობრივად გამორიცხულია. ფეხბურთელს გამოკვლევა თითქმის ყოველდღე უტარდება, თუმცა სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები ოპტიმიზმის საფუძველს ჯერჯერობით ვერ ხედავენ…