Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კარდიოლოგმა ერიქსენის სიტუაციაზე ისაუბრა

მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა კარდიოლოგმა სანჯაი შარმამ კრისტიან ერიქსენის სიტუაციაზე ისაუბრა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას გული გაუჩერდა და მას შემდეგ მოედანზე დაბრუნებას ვერ ახერხებს.

„ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კრისტიანს გულთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, მისი ინციდენტი სრულიად მოულოდნელი იყო. ჩვენ ახლაც კი არ გვაქვს წარმოდგენა, თუ რამ გამოიწვია მისი გულის გაჩერება.

„პანდემიის შემდეგ, ფეხბურთში თუ სხვა სპორტში კალენდარი გაცილებით რთული გახდა, ახლა უფრო მეტი სანაკრებო და საკლუბო მატჩებია, რაც სპორტსმენების ფიზიკურ კონდიციებზე ნეგატიურად აისახება და არ არის გამორიცხული, რომ ერიქსენის სიტუაცია სწორედ ამ ფაქტორის ბრალი იყოს, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ, ჯერჯერობით არ ვიცით, რამ გამოიწვია მისი გულის გაჩერება.“