Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კარეზა:“ იუვენტუსს დელ პიერო სჭირდება ისე, როგორც მილანს მალდინი…“

იუვენტუსის წარუმატებელი სტარტის შემდეგ, როგორც მაქს ალეგრის, ასევე გუნდის ხელმძღვანელობის მიმართ ზეწოლა იზრდება და Sky Sport-ის ჟურნალისტის ფაბიო კარეზას აზრით, ტურინულმა გრანდმა გუნდში ლეგენდარული ალესანდრო დელ პიეროს დაბრუნებაზე უნდა იფიქროს.

„იუვენტუსმა იმავე ხერხს უნდა მიმართოს, რომელიც მილანმა გამოიყენა, როდესაც გუნდმა მალდინი დააბრუნა. პაოლომ როსონერის გუნდის დაკარგული DNA დაუბრუნა, სწორედ ის, რაც ახლა იუვენტუსს სჭირდება და ამას დელ პიეროზე უკეთ ვერავინ გააკეთებს.

„იუვენტუსს სჭირდება ადამიანი, რომელსაც გუნდი უყვარს, რომელიც შიდა სამზარეულოს იცნობს და გუნდს მშვიდად, გუნდისა და ტიფოზების ნდობის ფონზე გაუძღვება.“