Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კარესა:“ ლუკაკუს და იბრაჰიმოვიჩის ინციდენტზე სკანდალი გადაჭარბებულია“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიო კარესამ იბრა-ლუკაკუს ინციდენტზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ხალხი ამ თემას ზედმეტად სერიოზულად ეკიდება.

„სოციალურ მედიაში ამ თემაზე საუბარი არ წყდება, რაც ჩემთვის გაუგებარია. ორი ზრდასრული ადამიანის შეკამათება რატომ გახდა ამდენი ადამიანის განსასჯელი, ვერ ვხვდები.

„რა თქმა უნდა, ეს კარგი მომენტი და კარგი მაგალითი არ ყოფილა, თუმცა მოედანზე თითქმის ყველა თამაშში ხდება მეტ-ნაკლებად ასეთი დაპირისპირება და ასეთი რეაქცია უბრალოდ სასაცილოა.“