Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კარნევალი:“ ლოკატელი იუვეში თამაშს იმსახურებს“

სასუოლოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მანუელ ლოკატელის ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მან სიტის ან იუვენტუსის რიგებში ითამაშოს.

23 წლის იტალიელ ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია იუვენტუსს უკავშირებენ, თუმცა ბოლო პერიოდში მის ტრანსფერზე სიტიც გააქტიურდა.

„იმედი მაქვს, რომ ლოკატელი კარიერას დიდ გუნდში გააგრძელებს, იქნება ეს იუვენტუსი, სიტი, თუ სხვა ევროპული გრანდი.

„ის ამ ყველაფერს ნამდვილად იმსახურებს და აქვს იმის მახასიათებლები, რომ ნებისმიერი გუნდის ლიდერი გახდეს.“