Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კარნევალი:“ მაროტა რასპადორისა და სკამაკას ტრანსფერით ინტერესდება“

ინტერთან მატჩის წინ, სასუოლო დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა და ზაფხულში გავრცელებული ხმები, რომ ინტერს ნეროვერდის ფორვარდების სკამაკა-რასპადორის გაფორმება სურდა, დაადასტურა.

„ინტერმა მართალია ლუკაკუ და ჰაკიმი დაკარგა, მაგრამ ისინი კვლავ ისეთივე ძლიერები არიან, როგორც გასულ სეზონში იყვნენ და ეს დიდწილად გუნდის დირექტორების მაროტასა და აუსილიოს დამსახურებაა. მათ გუნდის ორი ლიდერი შესანიშნავად შეცვალეს და ვფიქრობ, რომ ინტერი კვლავ ფავორიტია.

„მაროტამ გასული ზაფხულის პერიოდში რასპადორისა და სკამაკას ტრანსფერზე არაერთხელ მოგვმართა, ისინი სასუოლოს ახალგაზრდა ტალანტებით ინტერესდებოდნენ, თუმცა ფინანსური სიტუაციის გამო შეთანხმება ვერ მოხერხდა.“