Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კარნევალი:“ სუპერ ლიგა შიდა ჩემპიონატებს მოკლავს“

სასუოლოს გენერალურმა დირექტორმა გოვანი კარნევალიმ სუპერ ლიგის შექმნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა,

„ეს არის ინიციატივა, რომელიც უკვე დიდი ხანი მზადდებოდა და ჩვენ უნდა გავიგოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე.

„საღამოს სერია ა-სთან შეხვედრა დაიგეგმა და იმედი გვაქვს, რომ გუნდები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ყველაფერს დეტალურად აგვიხსნიან, რადგან ჩვენ ახლანდელი სიტუაცია არ მოგვწონს.

„ამ პროექტის მონაწილე გუნდებმა ძალიან დიდი რისკი აიღეს, ისინი შიდა ჩემპიონატების ბედს სერიოზულ ხიფათს უქმნიან.

„ჩვენ მათ ყურადღებით მოვუსმენთ, მაგრამ ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენ ბოლო პერიოდში სატელევიზიო უფლებებზე, სპონსორებზე და სხვა უამრავ საკითხზე ბევრი ვიმუშავეთ და ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ ეს ყველაფერი ამაო იყო და ჩვენ უბრალოდ მოგვატყუეს.“