Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კარსდორპის მიმართ ინტერესს 3 გუნდი იჩენს

რომა რიკ კარსდორპისთვის ახალი გუნდის ძებნას განაგრძობს და ამ მომენტისთვის ნიდერლანდელის ტრანსფერით 3 გუნდი ინტერესდება.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, კარსდორპის თაობაზე ჯალოროსის მონცა, საუთჰემპტონი და ბორნმუთი დაუკავშირდნენ.

წყაროს ინფორმაციით, მონცამ რომას ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით აყვანა შესთავაზა, რომლის ამოწურვის შემთხვევაში, თუ ბერლუსკონის გუნდმა სერია ა-შ დარჩენა შეძლო, კარსდორპის გამოსყიდვა სავალდებულო გახდება.

ინგლისურ გუნდებს რაც შეეხებათ, მატ ნიდერლანდელის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვეს, მაგრამ კონკრეტული წინადადებით ჯერჯერობით რომასთვის არ მიუმართავთ.