Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კარსდორპი:“ მოურინიოს წყალობით, მე უკეთესი ფეხბურთელი ვარ“

რომას უკანახაზელის რიკ კარსდორპის თქმით, ჟოზე მოურინიოს გუნდში მისვლის შემდეგ ის გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი გახდა.

„ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ, მე თავს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა გაცილებით კარგად ვგრძნობ.

„სიმართლე რომ გითხრათ, მე სასმელი და გვიანობამდე სეირნობა ძალიან მიყვარდა, რაც ვარჯიშებისა და მატჩების დროს ხელს მიშლიდა, თუმცა გუნდში ჟოზე მოურინიოს მოსვლამ მიმახვედრა, თუ რამდენად დიდი პროექტი აქვს რომას და მე ახლა მაქსიმალურად კონცენტრირებული ვარ როგორც ვარჯიშებზე, ასევე უშუალოდ მატჩებში გუნდს ჩემი მაქსიმუმი მივცე და ბოლომდე დავიხარჯო.“

26 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი მოურინიოს ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა. მან ყველა ტურნირზე 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.