Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ ალეგრი ფეხბურთელების პოტენციალს ვერ ხედავს“

ანტონიო კასანო ფეხბურთელების და მწვრთნელების კრიტიკას განაგრძობს და ამჯერად მისი სამიზნე იუვენტუსის თავკაცი მაქს ალეგრი გახდა.

კასანო უკმაყოფილო დარჩა ფაქტით, რომ ალეგრიმ ფედერიკო კიეზა ინტერთან მატჩის ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა.

„ალეგრიმ ფეხბურთელების პოტენციალის და მათი შესაძლებლობების დანახვა არ იცის. როდესაც მე მილანში მივედი, ანდრეა პირლოს კონტრაქტთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ, რაც პირლოს მცირე ფიზიკური სირთულეები შეექმნა, ალეგრიმ პირლო სათადარიგოს ფეხბურთელად აქცია და მის ნაცვლად ვან ბომელი დააყენა, რის შემდეგაც პირლო გუნდიდან საერთოდ წავიდა და იუვენტუსში თავისი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

„ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მწვრთნელმა ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელის ადგილი ვერ მოძებნო, როგორიც ანდრეა პირლოა ? იმედი მაქვს, რომ კიეზას შემთხვევაში იგივე არ განმეორდება.“