Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ აძურისთვის პრობლემები ახლა იწყება“

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ავსტრიასთან მატჩი შეაფასა.

„გუშინდელმა შეხვედრამ 2006 წელს ავსტრალიასთან გამართული შეხვედრა გამახსენა, როდესაც აძურიმ ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა, ახლა კი ვფიქრობ, რომ ჩვენ სულ უკეთ და უკეთ ვითამაშებთ.

„იტალიისთვის ნამდვილი პრობლემები ახლა იწყება. ჩვენი მეტოქე ჯერ ბელგია-პორტუგალიის დუეტში გამარჯვბული, ნახევარფინალში კი ესპანეთი ან საფრანგეთი იქნება.

„გუშინ მანჩინიმ 2 შესანიშნავი ცვლილება გააკეთა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მანუელ ლოკატელიმ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმსახურა და მისი სკამზე დატოვება შეცდომა იყო.

„მისი მოედანზე გამოჩენისთანავე იტალია უფრო სახიფათო და ორგანიზებული გახდა, მან მატჩის ძირითადში დაწყება დაიმსახურა.

„ბელგია თუ პორტუგალია ? ვფიქრობ, რომ დღეისათვის ბელგიას გაცილებით ძლიერი ნაკრები ჰყავს და ლუკაკუს გუნდი რონალდუს საკმაოდ მარტივად დაამარცხებს.“