Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ ბასტონი ტოპ დონის მცველი არ არის…“

ანტონიო კასანო, რომელიც გამორჩეული განცხადებებით გამოირჩევა, ინტერის ფეხბურთელების ალექსის სანჩესისა და ალესანდრო ბასტონის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ ინტერმა ალექსის სანჩესი მეტად უნდა გამოიყენოს. კორეასგან განსხვავებით, სანჩესი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელმაც ეს არაერთხელ დაამტკიცა და ინძაგიმ მას მეტი ნდობა უნდა გამოუცხადოს.

„ბასტონი ? როდესაც კონტეს გუნდში თამაშობ, დაცვა ყოველთვის საგრძნობლად გიადვილდება, მაგრამ ინძაგისთან ერთად მცველებს უფრო მაღლა აწევა უწევთ და ასეთ სიტუაციებში ბასტონის თამაში უჭირს.

„რომ არა ჰანდანოვიჩის 3-4 შესანიშნავი სეივი, ინტერი გასულ ტურში ქულებს აუცილებლად დაკარგავდა. ჩემი აზრით, ბასტონი უმაღლესი დონის მცველი არ არის და ჩემი არჩევანი რომ იყოს, მე ბასტონისა და რომეროს შორის ყოველთვის რომეროს ავირჩევდი.

„სკუდეტო ? ვფიქრობ, რომ ნაპოლი, ინტერი და მილანი ბოლომდე იბრძოლებენ. ძალიან ბევრ რამეს აფრიკის თასზე გამგზავრებული ფეხბურთელები გადაწყვეტენ. იმ პერიოდში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება…“