Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ გაუგებარია, რატომ უხდის იუვე რემსის ამხელა თანხას…“

ანტონიო კასანომ აარონ რემსის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიანკონერიმ მისი გაფორმებით შეცდომა დაუშვა.

რემსი იუვენტუსს 2019 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და სეზონში უელსელი 7 მილიონ ევროს იღებს, მაგრამ ტრავმების და ფორმის ნაკლებობის გამო, მან თავისი პოტენციალის გამოვლენა იტალიაში ვერ მოახერხა და იუვე მის გაყიდვას ცდილობს.

„ყველამ იცოდა, რომ აარონ რემსი ტრავმებისკენ მიდრეკილი ფეხბურთელი იყო. ის ტრავმების გამო არსენალში ძალიან ბევრ თამაშს ტოვებდა და ვერ ვხვდები, რისი იმედი ჰქონდათ იუვენტუსის წარმომადგენლებს.

„რემსი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმებმა მის კარიერას დიდი დაღი დაასვეს და ასეთი ფეხბურთელისთვის იმ თანხის გადახდა, რასაც ის სეზონში იღებს, ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო.“