Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ ვფიქრობ, რომ დონარუმას მომდევნო გუნდის ვინაობა გადაწყვეტილია“

ანტონიო კასანომ ჯიჯო დონარუმას სიტუაციაზე ისაუბრა და მისი აზრით, ჯიჯოს ახალი გუნდი უკვე ნაპოვნი აქვს.

„ჯიჯო დონარუმა ასაკის მიუხედავად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და მას ამდენი ხანი გუნდის გარეშე არავინ დატოვებდა.

„ვფიქრობ, რომ როდესაც მან მილანს უარი განუცხადა, ჯიჯოს ახალი კონტრაქტი უკვე ჯიბეში ჰქონდა და ძალიან მალე გავიგებთ, თუ სად გააგრძელებს ის კარიერას. ჩემი აზრით, დონარუმას მომდევნო სეზონიდან იუვენტუსის მაისურით ვიხილავთ.“