Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კასანო:“ იბრაჰიმოვიჩი ლუკაკუზე უკეთესია“

MILAN, ITALY - JANUARY 20: Zlatan Ibrahimovic and Antonio Cassano of AC Milan look on during the Tim Cup match between Milan and Bari at Giuseppe Meazza Stadium on January 20, 2011 in Milan, Italy. (Photo by Claudio Villa/Getty Images)

ანტონიო კასანომ დერბის წინ განაცხადა, რომ დასაკარგი ინტერს უფრო მეტი აქვს, ვიდრე მილანს.

შეგახსენებთ, დაპირისპირება ინტერსა და მილანს შორის 20:00 საათზე დაიწყება.

„ჯერ ძალიან ადრეა, რომ ამ მატჩის შედეგმა საბოლოო შედეგზე გავლენა იქონიოს, თუმცა ერთი რამ ცხადია, ინტერი უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და დასაკარგიგ მას უფრო მეტი აქვს.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ გასული სეზონის ბოლოს გაკეთებული კომენტარების შემდეგ კონტე ინტერს დატოვებდა, თუმცა დარჩა და მისგან ყველა გამარჯვებას ელის. მან სკუდეტო უნდა მოიგოს, რადგან გუნდმა მისი მოთხოვნით ჰაკიმი და ვიდალი შეიძინა და ლაუტარო მარტინესი შეინარჩუნა. იუვენტუსს ახალბედამ წვრთნელი ჰყავს სათავეში და დღეს კონტე ვალდებულია, რომ მილანის წაუგებელი სერია დაასრულოს.

„პიოლი ? მან დარჩენა დაიმსახურა, რადგან გასული სეზონის მეორე ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა, რალფ რანგნიკს კი არაფერი მოუგია.

„იბრა თუ ლუკაკუ ? ზლატანი სერია ა-ში საუკეთესო მოთამაშეა. რომელუ ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა ამ ორის შედარებაც კი არ შეიძლება. 39 წლის ასაკში ფიზიკური ძალა საკმარისი აღარ არის, შენ ხარისხი გჭირდება, რაც იბრას ძალიან ბევრი აქვს. ჩემი აზრით, ორიგინალი რონალდოს და მარკო ვან ბასტენის შემდეგ, ზლატანი მოდის.

„ინტერი დღეს ფავორიტად ითვლება, თუმცა ზლატანს ამ ყველაფრის შეცვლა შეუძლია. იმედი მაქვს, რომ კორონამ ის ძალიან არ დაასუსტა. ლაუტარო ძალიან განვითარდა და სერხიო აგუეროს მაგონებს.

„ერიქსენი ? კონტეს მისი სტილის ფეხბურთელები არ უყვარს და არტურო ვიდალს ამჯობინებს, თუმცა კრისტიანი ჩემპიონია და ამას წყალი არ გაუვა.

„კონტეს ადგილას ერიქსენს შემტევების უკან ვათამაშებდი, პიოლის ადგილას კი, რებიჩის არყოფნაში, აქცენტს ბრაჰიმ დიასსა და ალექსის საელემაეკერსზე გავაკეთებდი.“