Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ ილიჩიჩი მილანისთვის იდეალური ტრანსფერი იქნება“

ატალანტას იოსიპ ილიჩიჩი ბოლო პერიოდში მილანს არაერთხელ დაუკავშირეს და ანტონიო კასანომ როსონერის არჩევანი მოუწონა.

„ილიჩიჩი მილანში ? ეს სრულყოფილი ტრანსფერი იქნებოდა. წარმოიდგინეთ ის სალემაკერსის ნაცვლად, რომელიც რებიჩთან, ჩალჰანოღლუსთან და იბრასთან ერთად შეუტევს. მილანს მის გარდა ერთი ნახევარმცველი და ერთი ცენტრალური მცველი ესაჭიროება და როსონერის შესანიშნავი შემადგენლობა ეყოლება.“