Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ ინტერი კონტესთან ერთად ევროპაში ვერაფერს მოიგებს“

სკუდეტოს მოპოვების მიუხედავად, ანტონიო კასანო კონტეს კრიტიკას განაგრძობს და იმასაც კი ამტკიცებს, რომ ნერაძურიმ კონტე გუნდიდან უნდა გაუშვას…

„კონტე ევროპაში ყოველთვის წარუმატებელი იყო, ეს ფაქტია და ამ თემაზე დავაც კი უაზრობა იქნება. მისი საფეხბურთო ფილოსოფია არა-ევროპულია.

„ეს იუვენტუსშიც ასე იყო, მისი საფეხბურთო ხედვა ევროპისთვის შექმნილი არ არის, მე გუნდის თამაშებს, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახდა ვერ ვუყურებ, რადგან მათი ყურება მოსაწყენია.

„ვფიქრობ, რომ თუ ინტერს გამარჯვების მოპოვება ევროპულ ასპარეზშიც სურს, მათ ახალი მწვრთნელის ძებნა უდნა დაიწყონ. ნუ დაგავიწყდებათ, კონტემ ჩემპიონთა ლიგის ძალიან მარტივ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.“

გათიშვა