Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ ინტერმა დაუმსახურებლად გაიმარჯვა“

ანტონიო კასანომ ინტერი – ატალანტას მატჩზე ისაუბრა.

„ეს თამაში ატალანტას უნდა მოეგო, ინტერს კარში ნორმალურად არც კი დაურტყამს.

„ისინი ყოველთვის ასე თამაშობენ, მთელი გუნდით დაცვაში ჯდებიან და თამაშის გაკონტროლების უფლებას მეტოქეს აძლევენ.

„ასეთი მიდგომით ბოლონია-პარმას დონის გუნდებთან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა უფრო ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ ნერაძურის უჭირს.

„ინტერს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ამის მიუხედავად ისინი მთელი მატჩის განმავლობაში თავს იცავდნენ.

„ინტერი დიდი ალბათობით სკუდეტოს მოიგებს, მაგრამ ასეთი თამაში, როდესაც გუნდი 10 კაცით იცავს თავს, ჩემთვის მიუღებელია.“