Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ ინტერს პიანიჩის გაფორმებას ვურჩევდი“

ანტონიო კასანოს აზრით, ინტერმა ბარსელონას ცენტრალური ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი უნდა გაიფორმოს.

ბოსნიელი ფეხბურთელი ბლაუგრანას გასულ ზაფხულში იუვენტუსიდან შეუერთდა, თუმცა ის რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის და კატალონიელების ბოლო 8 მატჩში მოედანზე არც ერთი წუთი არ გაუტარებია, ამიტომ მისი გუნდიდან წასვლა ზაფხულში გამორიცხული არ არის.

„ინტერის ხელმძღვანელობის ადგილას რომ ვიყო, მირალემ პიანიჩის გაფორმებაზე აუცილებლად დავფიქრდებოდი.

„ნიკოლო ბარელა, კრისტიან ერიქსენი და მირალემ პიანიჩი ნახევარდაცვაში დიდებულ ტრიოს შექმნიდნენ.

„ერთადერთი პრობლემა არის ის, მოისურვებდა თუ არა პიანიჩი კონტეს სქემაში თამაშს, რაც რთული წარმოსადგენია.

„კონტე მე არ მომწონს და ეს ყველამ იცის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მისი გუნდი შედეგებს დებს და მათ იუვენტუსის ჰეგემონისს დასრულება და სკუდეტოს მოგება მოახერხეს.“