Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ ინტერს შესანიშნავი გუნდი ჰყავს და ლიგაზე წარმატების მიღწევა შეუძლია“

ანტონიო კასანომ ინტერის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნერაძურის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა შეუძლია.

„სიმონე ინძაგის ინტერი ძალიან მომწონს. ნერაძური სეზონის სტარტიდან შეტევაზე ორიენტირებულ, ევროპულ ფეხბურთს თამაშობს, ბურთის ართმევას კი ყოველთვის მაღალი პრესინგით ცდილობს.

„ნერაძური სკუდეტოს ფავორიტია და მათ მილანი-ნაპოლის წინაღობის გადალახვა შეუძლიათ, თუმცა მე ინტერისგან ამ სეზონში წარმატებას ჩემპიონთა ლიგაზეც ველოდები, რადგან მათ ამის ყველა რესურსი აქვთ.“