Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ იუვენტუსი საშინელ ფეხბურტს თამაშობს…“

8-მატჩიანი გამარჯვების სერიის მიუხედავად, რომლის დროსაც იუვენტუსმა მეტოქეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა, ანტონიო კასანო ტურინული გრანდის თამაშით კმაყოფილი მაინც არ არის.

„ალეგრი განაგრძობს იმის ძახილს, რომ იუვენტუსის მიზანი ოთხეულში ადგილის დამკვიდრებაა, რაც დიდი ტყუილია და მე ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებს.

„მან და თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, რომ იტალიაში იუვენტუსს და ინტერს ყველაზე ძლიერი გუნდები ჰყავთ და ისინი ვალდებულები არიან, რომ სკუდეტოსთვის იბრძოლონ.

„მე განსხვავებული იდეების წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა როდესაც სახლში უდინეზეს წინააღმდეგ ბურთის ფლობა 44 პროცენტი გაქვს, საშინელ ფეხბურთს თამაშობ და პარალელურად ამბიციებს იზღუდავ, ეს ჩემთვის მიუღებელია, იუვენტუსი პატარა გუნდი არ არის, რომ მხოლოდ აგრესია და მონდომება პოზიტივში ჩავუთვალოთ.

„ყველა ამბობს, რომ იუვენტუსი დაბრუნდა, მაგრამ დაბრუნდა სად ? შესაძლოა მათ თამაშების მოგება დაიწყეს, მაგრამ მათ არაერთხელ ძალიან გაუმართლათ, ალეგრის ფეხბურთის ყურება კი უბრალოდ შეუძლებელია.“