Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ იუვენტუსს ევროპაში სტატუსი არ აქვს“

ანტონიო კასანოს თქმით, იუვენტუსს ევროპაში დიდი გუნდის სტატუსი არ აქვს“

„მე გაკვირვებული ვარ, რომ ზოგიერთი ადამიანი კრიშტიანუ რონალდუს მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, რომელმაც 5 Ballon d’Or-ის, 5 ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

„რონალდუ და იუვენტუსი ორი განსვავებული ფენომენია, რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მეფეა, იუვენტუსი კი უკვე 26 წელია ვერაფერს ახერხებს.

„ეს ზიდანის, იგუაინის, რონალდუს ან სხვა ფეხბურთელების ბრალი არ არის, იუვენტუსს უბრალოდ ევროპაში ისეთივე სახელი არ აქვს, როგორც ბაიერნს, ლივერპულს ან თუნდაც მილანს.

„იუვენტუსი იტალიაში ყოველთვის გაიმარჯვებს, რადგან მათ ეკონომიკური სიძლიერე აქვთ და მათი ფეხბურთის სტილი სერია ა-ს ერგება, მაგრამ ევროპაში ისინი ყოველთვის წარუმატებლები არიან.

„ჩვენ იმ დონემდეც მივედით, რომ რონალდუს შესაძლებლობებში ეჭვი გვეპარება, რაც სრულიად წარმოუდგენელია. შენ შეიძლება გაიფორმო რონალდუ, მესი, მარადონაც კი, მაგრამ თუ მას მსოფლიო დონის და სტატუსის მქონე ფეხბურთელებს არ მიაშველებ, შესაძლოა ლოდინი კიდევ 26 წელი მოგიწიოს.

„ბუფონის და რონალდუს გარდა, მსოფლიო დონის ფეხბურთელი იუვენტუსს არ ჰყავს.“