Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ იუვენტუსს კატასტროფული ჩემპიონატი ჰქონდა“

ანტონიო კასანომ სასუოლო – იუვენტუსის მატჩი და ბიანკონერის სეზონი შეაფასა.

„პირველი ტაიმის შემდეგ, სასუოლოს 4 გოლი რომ გაეტანა გასაკვირი არ იქნებოდა. სრულიად უწყინარ სიტუაციაში მათ ნეროვერდის პენალტი აჩუქეს და რომ არა ბუფონი, თამაში სხვა სცენარით განვითარდებოდა. პენალტის გარდა, სასუოლოს უამრავი მომენტი ჰქონდა, რომლებიც მათ ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ დამარცხდნენ.

„გამარჯვების მიუხედავად, იუვენტუსის რიგებიდან ვერავის გამოარჩევ, რომელმაც კარგი მატჩი ჩაატარა. მთლიანი გუნდი მოშლილია, ძალიან უშნო და ქაოტურ ფეხბურთს თამაშობს, მოკლედ რომ ვთქვათ, იუვენტუსს კატასტროფული ჩემპიონატი ჰქონდა და მათ ძალიან უნდა გაუმართლოთ, რომ ჩემოიონთა ლიგაზე გავიდნენ.