Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ კონტრაქტის სიტუაცია კესის თამაშს აშკარად ეტყობა“

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ მილანი – ატლეტიკოს მატჩსა და ფრანკ კესის შესახებ ისაუბრა.

„როსონერი პირველი ნახევარი საათის განმავლობაში ატლეტიკოზე დომინირებდა, მაგრამ VAR-ის და ჩაკირის სკანდალურმა გადაწყვეტილებებმა მატჩის მიმდინარეობა რადიკალურად შეცვალა.

„ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დონის მატჩში ფრანკ კესის უფრო ყურადღებით ყოფნა მართებდა, მან გუნდი დააღალატა და როსონერის ქულების დაკარგვაში მისმა გაძევებამ დიდი წვლილი ითამაშა.

„ვფიქრობ, რომ კესი ბაიერნის ან პსჟ-ს დონის ფეხბურთელია, მაგრამ მის თამაშს კონტრაქტთან არსებული პრობლემა აშკარად ეტყობს. ეს ის კესი არ არის, რომელიც ჩვენ გასული სეზონიდან გვახსოვს. მხარეებმა კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაცია უნდა მოაგვარონ, ან კესიმ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს, რადგან მისი მოედანზე ყოფნა გუნდს უკვე ძვირი უჯდება.“