Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ ლუკაკუ რომ არა, ინტერს 10-15 ქულით ნაკლები ექნებოდა“

ანტონიო კასანოს აზრით, ინტერს ლუკაკუს გარეშე სკუდეტოსთვის ბრძოლაში არანაირი შანსი არ ექნებოდა.

„სკუდეტოს ფავორიტებზე საუბარი ახლა სისულელე იქნება, რადგა ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ტურია დარჩენილი, მაგრამ ერთი რამის თქმა თავისუფლად შემიძლია, რომ არა ლუკაკუ, ინტერი ტიტულისთვის მებრძოლთა სიაში არ იქნებოდა.

„ჩემი აზრით, მის გარეშე ინტერს 10-15 ქულით ნაკლები ექნებოდა.

„არის თუ არა ლუკაკუ რონალდუს დონეზე ? რა თქმა უნდა არა, კრიშტიანუ სულ სხვა დონეზეა და ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო სამ ფეხბურთელს შორის არის, ლუკაკუ კი სერია ა-ს დღევანდელი მცველების წინააღმდეგ კარგად გამოიყურება.

„ადრე ფორვარდებს სტამის და მალდინის წინააღმდეგ უწევდათ თამაში და არა კროტონეს სებასტიანო ლუპერტოს დონის მცველების წინააღმდეგ.“

კასანოს აზრით, ინტერმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ორი ფეხბურთელი უნდა დაიმატოს.

„ინტერის ადგილას მე ორ ფეხბურთელს დავიმატებდი. ერთი ნახევარმცველი, რადგან არტურო ვიდალი ჯერჯერობით მოლოდინებს ვერ ამართლებს და ფეხბურთელი, რომელიც დაცვის წინ ითამაშებდა, როგორიც ლეოონარდო პარედესია.

„გომესი ? ის კონტეს სქემას ვერ მოერგება, პაპუ კრისტიან ერიქსენის ზუსტი ასლია და მისი გაფორმება შეცდომა იქნება.“

ინტერი სათადარიგო ფორვარდის ძიებაშია.

„მე ჟირუს გავიფორმებდი და გრაციანო პელეს ტრანსფერზე არც კი ვიფიქრებდი. ინტერს სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც გუნდს მაშინვე დაეხმარება და არა მოთამაშე, რომელიც ჩინეთის ლიგიდან მოდის“