Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ სიმონე ინძაგი ინტერისთვის იდეალური ვარიანტია“

ანტონიო კასანო, რომელიც კონტეს მიმართ ყოველთვის კრიტიკით გამოირჩეოდა, ნერაძურიში სიმონე ინძაგის მისვლას გამოეხმაურა.

„ინტერმა ანტონიო კონტეს შემცვლელად იდეალური კანდიდატი შეარჩია. ის ლაციოს კონტეს მსგავსი სქემით ათამაშებდა, თუმცა ინტერში თავისი იდეების განხორციელების გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნება.

„თუმცა, სიმონემ ძალიან რთული ტვირთი იკისრა და ფრთხილად უნდა იყოს. ინტერის მწვრთნელობა მარტივი არ არის და ძალიან ხშირად მას დიდი კრიტიკის მოსმენა მოუწევს.

„კონტე ? თუ შენ იმარჯვებ, შენ ყოველთვის მართალი ხარ. მართალია მე კონტეს სტილი არ მომწონს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ კონტემ გუნდში არსებული პრობლემებისგან ფეხბურთელები იზოლაციაში ამყოფა და მათ სეზონის ბოლომდე მოტივაცია შეუნარჩუნა.

„ინტერმა იმიტომ გაიმარჯვა, რომ იუვენტუსი მოწოდების სიმაღლეზე არ იყო, თუმცა ნერაძურის მიღწევა არ უნდა დავუკარგოთ. ჩემპიონთა ლიგაზე კრახის მიუხედავად, კონტე გუნდიდან მაინც გამარჯვებული წავიდა.“