კასანო:“ ფეხბურთში ლუკაკუზე უკეთესი უამრავი ფორვარდია“
იტალიის ნაკრების და ინტერის ყოფილი ფეხბურთელის ანტონიო კასანოს აზრით, რომელუ ლუკაკუ საუკეთესო ფორვარდებს შორის არ შედის.
რომელუ ლუკაკუმ გუშინ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია.
„ჩემი აზრით ლუკაკუმ არ იცის, რომ მსოფლიოში მასზე ბევრად უკეთესი შემტევები არსებობენ. რობერტ ლევანდოვსკი, ლუის სუარესი, სერხიო აგუერო, ჰარი კეინი ლუკაკუზე ერთი თავით მაღლა არიან.
„რომელუ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, რომელმაც ინტერის რიგებში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, მაგრამ მას საუკეთესოებთან დიდი მანძილი აშორებს.“