Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ 38 წლის კიელინიმ ლუკაკუს ბურთი არ დაანახა“

ანტონიო კასანომ, რომელიც ბელგიასთან მატჩის წინ აანონსებდა, რომ რომელუ ლუკაკუ აძურისთვის სახიფათო არ იყო, მატჩის შესახებ ისაუბრა და კიელინი შეაქო.

„ჩემი მოლოდინები გამართლდა და რომელუ ლუკაკუმ იტალიის წინააღმდეგ უამრავი შეცდომა დაუშვა. ემპოლის და მისი დონის გუნდების კარში გოლის გატანა მარტივია, თუმცა 38 წლის ჯორჯო კიელინიმ ბელგიელ ფორვარდს ბურთი არ დაანახა.

„ვფიქრობ, რომ კიელინი იტალიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მცველია, რომელსაც ბევრი სათანადოდ ვერ აფასებს. ბონუჩის, რომელსაც დაცვაში გარკვეული ჩავარდნები აქვს, ჯორჯო ყოველთვის შესანიშნავად აზღვევდა და ისინი დღეისათვის საუკეთესო დუეტს ქმნიან.“