Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კასილასი:“ ინტერი საგრძნობლად გაძლიერდა და იუვენტუსს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს“

მადრიდის რეალის ლეგენდარულმა კიპერმა, იკერ კასილასმა იუვენტუსი – ბარსელონას და ინტერი – მადრიდის რეალის დაპირისპირებებზე ისაუბრა და სერია ა-საც შეეხო.

„ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველოდება. ევროპის ორი საუკეთესო ჩემპიონატის წარმომადგენლები ერთმანეთს შეერკინება და საინტერესოა, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები დარჩებიან გამარჯვებულები.

„ინტერი ძალიან გაძლიერდა. მათ უმაღლესი დონის გამოცდილი მოთამაშეები დაიმატეს და ჩემი აზრით წელს იუვენტუსის დონეზე არიან.

„მათ გარდა, სერია ა-ში ატალანტას ვადევნებ თვალყურს. გუნდი, რომელიც სეზონიდან სეზონამდე გვაოცებს და ოთხეულისთვის აუცილებლად იბრძოლებს. ასევე ნაპოლი – ლაციოს დავიწყებაც არ შეიძლება, თუმცა ტიტულისთვის იუვენტუსი – ინტერი იბრძოლებენ.“