Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კასირაგი:“ მიეცით დრო დიბალას“

იუვენტუსის ყოფილი შემტევის, პიერლუიჯი კასირაგის თქმით, ლა ჯოიას ფორმის აღსადგენად დრო დასჭირდება, თუმცა ის ჩვეულ სიმაღლეს უახლოეს პერიოდში აუცილებლად დაუბრუნდება.

„ჯერჯერობით იმაზე საუბარი, დაიბრუნა თუ არა დიბალამ ერთი გატანილი გოლის შემდეგ ფორმა, ძალიან ადრეა. ჩვენ მას დრო უნდა მივცეთ. პაულომ ტრავმების და კორონა ვირუსის გამო 2 თვე იუქმა და გასაკვირი არ არის, რომ თავის მაქსიმუმს ვერ აჩვენებს.

„საბედნიეროდ, გუნდს ჰყავს მორატა, რომელიც ყველას გასაკვირად ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და გუნდში ყველაზე გამორჩეული ახლა სწორედ ის არის.“