კასტანე:“სპურსს ან პსჟ-ს უარს ვერ ეტყვი“

ტიმოტი კასტანე აღიარებს,რომ ატალანტას დატოვების დრო მოვიდა და ფეხბურთელი ტოტენჰემისა და პსჟ-ს ნაირ გუნდებს უარს ვერ ეტყვის.

ატალანტას მცველი ორივე გუნდის სატრანსფერო სიაშია და მისი გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

„ვფიქრობ,კარიერაში შემდეგი ნაბიჯის გადადგმის დრო მოვიდა,თუმცა თუ ბერგამოში დარჩენა მომიწევს,არც ამის წინააღმდეგი ვიქნები.

„ისეთი დიდი გუნდების ინტერესი,როგორიც პსჟ და ტოტენჰემია,სიამაყის საფუძველს მაძლევს.ეს იმის მანიშნებელია,რომ ჩემმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო.

„ბავშვობაში არსენალის და კონკრეტულად ტიერი ანრის გულშემატკივარი ვიყავი,თუმცა ეს ტოტენჰემში გადასვლაში ხელს ნამდვილად არ შემიშლის.სიმართლე რომ ვთქვათ,რომელი ფეხბურთელი შეძლებს ასეთი გუნდების უარით გასტუმრებას?“

24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,2 გოლის გატანა მოახერხა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.