Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კასტანე ატალანტას ტოვებს, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

რამდენიმე წუთის წინ ტიმოთი კასტანემ სამედიცინო შემოწმება გაიარა და 24 წლის ფეხბურთელი ლესტერში გადასასვლელად ემზადება.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში გაიარა, მელიებთან კონტრაქტს კი სანაკრებო პაუზის შემდეგ გააფორმებს.

ლესტერს კასტანეს ტრანსფერი 25 მილიონი ევრო დაუჯდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.