კასტილეხოს გამოსამშვიდობებელი წერილი მილანს
ალესიო რომანიოლის შემდეგ (იხილეთ აქ), მილანს სოციალური ქსელის მეშვეობით სამუ კასტილეხოც გამოემშვიდობა, რომელიც კარიერას ვალენსიაში გააგრძელებს.
„მოგესალმებით, მილანის ტიფოზებო. მე არც კი ვიცი, რითი დავიწყო, სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ იმ ემოციების სიტყვებით გადმოცემა, რომელიც მე ამ დიდებული მაისურის ტარების დროს განვიცადე, უბრალოდ შეუძლებელია.
„მინდა თითოეულ თქვენგანს იმ ემოციების, სიყვარულის, მხარდაჭერის და გვერდში დგომისთვის, რომელსაც მე ამ წლების განმავლობაში განვიცდიდი, მადლობა გადაგიხადოთ.
„მე მილანში ვტოვებ უამრავ მეგობარს, კოლეგებს და ადამიენბს, რომლებიც მე მიყვარდა და ყოველთვის მეყვარება. მე თქვენთან ერთად 4 შესანიშნავი წელი გავატარე, რომელსაც რთული მომენტებიც ახლდა, მაგრამ იმ სასიამოვნო ემოციებს, მათ შორის სკუდეტოს მოპოვების სიხარულს, ვერაფერი შეცვლის.
„როდესაც მე სან სიროზე პირველად მოვხვდი 11 წლის ვიყავი და ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს მას შემდეგ სულ რამდენიმე საათი გავიდა. ვინ იფიქრებდა, რომ ერთ დღეს ეს ჩემი სახლი იქნებოდა, სადაც 4 წელიწადს გავატარებდი.
„მე ამ სიტყვებს გულის სიღრმიდან ვწერ, გულის, რომელიც ამ ფერების და მაისურის გამო ყოველთვის ბოლოდმე იბრძოდა.
„დიდი მადლობა ყველაფრისთვის, შეხვედრამდე, სამუ.“