Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასტილეხოს გაყიდვის შემთხვევაში, მილანი კამარას გაფორმებას ზამთარშივე შეეცდება

მილანი ფრანკ კესის პოტენციური შემცვლელების ძიებას განაგრძობს და ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე როსონერისთვის მარსელის ნახევარმცველი ბუბაკარ კამარა გახლავთ.

კამარას ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და როსონერი მის გაფორმებას თავისუფალი აგენტის სტატუსით გეგმავდა, მაგრამ იუვენტუსის გააქტიურებამ კამარას ტრანსფერზე მილანს გეგმები შეაცვლევინა.

MilanNews-ის ცნობით, მილანი კამარას გაფორმებას უკვე ზამთარში შეეცდება და მარსელს კონკრეტული წინადადებით მიმართავს, თუმცა ამისთვის პირველ რიგში მათ სამუ კასტილეხოს გაყიდვა მოუწევთ, რომლითაც ჯენოა ინტერესდება…