Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასტილეხოს მსურველი სერია ა-შიც გამოუჩნდა

მილანი კასტილეხოს გაყიდვის იმედს არ კარგავს და იმედი აქვს, რომ ამას სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გააკეთებს.

ესპანელ ფეხბურთელს ხეტაფეს უკავშირებდნენ, მაგრამ ამ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ხეტაფემ მილანთან მოლაპარაკებები შეაჩერა და ამ მომენტისთვის ფეხბურთელის გაფორმებით ორი გუნდი, სამპდორია და სოსიედადი ინტერესდებიან.

სამპდორიას კასტილეხოს იჯარით გაფორმება სურს, მილანს კი მისი გაყიდვა უნდა, თუმცა როსონერის მოთხოვნილი 8 მილიონის გადახდას არც სოსიედადი აპირებს, ამიტომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვიდან რამდენიმე საათით ადრე, სამუს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.