Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასტილეხოს სერია ა-ში სერიოზული მსურველი ჰყავს

სამუ კასტილეხო უკვე დიდი ხანია, რაც მილანის გეგმებში არ შედის და მისი გუნდიდან წასვლა სეზონის სტარტიდან მოყოლებული უკვე გადაწდყვეტილია.

Calciomercato-ს ინფორმაციით, 26 წლის ვინგერის ტრანსფერზე იანვარში ანდრეი შევჩენკოს ჯენოა იმუშავებს და ამ საკითხზე გენუელებს მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.

წყაროს ცნობით, ჯენოა ფეხბურთელს იჯარის წესით გაიფორმებს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერპსექტივით, თუმცა თუ გუნდი სერია ა-ში დარჩენას მოახერხებს, ეს პუნქტი სავალდებულო გახდება.