Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასტილეხოს ტრანსფერსე 2 ესპანური გუნდი მუშაობს

ზაფხულში მილანის დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სამუ კასტილეხოა მისი გაფორმების სურვილი ვალენსიამ და ესპანიოლმა გამოთქვეს.

ნიკოლო შირას ინფორამციით, ორივე გუნდმა როსონერის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე უკვე მიმართა, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ მათგანს მილანისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.

როსონერი 26 წლის ესპანელს, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, 10 მილიონ ევროდ აფასებს.