Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასტილეხოს 100…

გუშინ ევროპა ლიგაზე მანჩესტერთან მატჩში სამუ კასტილეხო მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან, 69’-ე წუთზე ჩაერთო და ეს მისთვის მილანის მაისურით ჩატარებული მე-100 მატჩი გამოდგა.

ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელიც მილანს ვილიარეალიდან 2018 წელს, 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, ამ დროის განმავლობაში 10 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.