Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასტილეხო კარიერას გერმანიაში გააგრძელებს ?

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ჰერტა ბერლინმა მილანთან სამუ კასტილეხოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

წყაროს ინფორმაციით, ესპანელი ვინგერი გერმანულ გუნდს იჯარის წესით შეუერთდება, თუმცა ეს მშრალი იჯარა იქნება და ჰერტას სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება ან ვალდებულება არ ექნება.

აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არც ერთ იტალიურ წყაროს არ დაუდასტურებია და ჯანლუკა დი მარციო იმასაც ირწმუნება, რომ  კასტილეხოს გასაშვებად მილანს საკმარისი დრო აღარ აქვს, ამიტომ სავარაუდოდ ესპანელი მომდევნო სეზონსაც როსონერის რიგებში გაატარებს.

სატრანსფერო ფანჯარა სერია ა-ში 1 საათში იხურება, მაგრამ გუნდებს ფეხბურთელების გაყიდვის საშუალება მაინც მიეცემათ.