Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კასტილეხო:“ კონკურენცია პრობლემა არ არის“

სამუ კასტილეხომ ალექსის საელემაეკერსთან სასტარტო შემადგენლობისთვის გამართულ ბრძოლაზე და სხვა თემებზე ისაუბრა.

„სეზონის წინ ტრავმების გამო საუკეთესო პერიოდი არ მქონდა, თუმცა ახლა თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ, გუნდს დავეხმარო. სამპდორიასთან გატანილი გოლი კი მოტივაციას და თავდაჯერებულობას უფრო მმატებს.“

როსონერი ხვალ ევროპა ლიგაზე სპარტას დაუპირისპირდება და მოსალოდნელია, რომ 25 წლის ფეხბურთელი საელემაეკერსის ნაცვლად სასტარტოში იქნება.

„ჩვენ მილანი ვართ, გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა, რადგან ჩვენ ბევრი ძლიერი ფეხბურთელი გვყავს და ეს პრობლემა არ არის, ეს ძალიან კარგია, წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარების მოტივაცია არ გექნება. არ არსებობს იმაზე დიდი თამაში, ვიდრე შემდეგი, ვისთანაც არ უნდა იყოს ის. ჩვენ ყველა მატჩს ამ ლოგიკით ვუდგებით და სწორედ ამიტომ ვახერხებთ, რომ ყველა ტურნირზე კარგ შედეგებს ვაჩვენებთ.“