Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასტილეხო მილანს გამოემშვიდობა ?

სამუ კასტილეხოს მილანიდან წასვლის შესახებ საუბრები არ წყდება და გუშინდელი მატჩის შემდეგ, რომელშიც ესპანელი ფეხბურთელი მოედანზე შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე გამოჩნდა, მან თავისი ინსტაგრამის გვერდზე ერთგვარი გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნა.

კასტილეხოს სახელს ბოლო დღეებში ხეტაფეს აქტიურად უკავშირებენ და ბევრი სანდო წყარო იმასაც წერს, რომ მისი ესპანეთში დაბრუნება უკვე გადაწყვეტილია

მატჩის შემდეგ, კასტილეხომ გამოაქვეყნა სურათი წარწერით:“ მე ვარ და ყოველთვის ვიქნები ერთ-ერთი თქვენგანი.“