Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასტილეხო სევილიასაც მოუნდა

სამუ კასტილეხო დიდი ალბათობით ზაფხულში მილანს დატოვებს და მისი სახელი რამდენიმე ესპანურ გუნდს დაუკავშირეს.

Todofichajes-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი სევილია იქნება, რომელიც მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას ეცდება და ესპანელების სპორტული დირექტორის მონკის პრიორიტეტული სამიზნე ვილიარეალის ყოფილი ფეხბურთელი გახლავთ.

წყაროს ცნობით, სევილიამ ტრანსფერზე კასტილეოს თანხმობა უკვე მიიღო და სეზონის დასრულებისთანავე მოლაპარაკებებს მილანთან წამოიწყებს. როსონერი ესპანელ ფეხბურთელს 8 მილიონად აფასებს.