Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასტილეხო:“ ჩვენ რთული მატჩი გველოდება, ორივე გუნდი თავისი მიზნისთვის იბრძვის“

სამუ კასტილეხომ ტორინოსთან მატჩი წინ Milan TV-სთან კომენტარი გააკეთა.

მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ლინკი იხილეთ აქ.

„ტორინო იუვენტუსისგან ძალიან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ჩვენ კარგად მოვემზადეთ და როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად მზად ვართ. იუვენტუსთან გამარჯვება აზრს დაკარგავს, თუ დღეს იგივეს გაკეთება ვერ მოვახერხეთ, ამიტომ დღეს 3 ქულისთვის ვითამაშებთ, რაც ჩვენს მიზანთან უფრო მიგვაახლოვებს.

„იუვენტუსთან გამარჯვებამ დამატებითი ენერგია მოგვცა. ჩვენ ტურინში დიდი ხანი არ გვქონდა გამარჯვება მოპოვებული და ეს ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი იყო.

„დღეს ორივე გუნდი მნიშვნელოვანი მიზნებისთვის იბრძვის. ტორინოს კარგი გუნდი ჰყავს და სერია ა-ში დარჩენა სურს, ჩვენ კი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა გვინდა და წინ ძალიან დაძაბული მატჩი გველოდება.“