Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასტილეხო ხეტაფეს უახლოვდება

რამდენიმე გავლენიანი წყაროს ინფორმაციით, ხეტაფე მილანიდან ესპანელი ვინგერის სამუ კასტილეხოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

გუნდებს ჯერჯერობით ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმება მიღწეული არ აქვთ, მაგრამ როსონერის დიდი ხანია მისი გუნდიდან გაშვება სურს და სავარაუდოდ კასტილეხოს დღეები მილანის რიგებში დათვლილია.

26 წლის ფეხბურთელი მილანმა 2018 წელს ვილიარეალიდან, 21.3 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა და მან 108 მატჩში 10 გოლის და 13 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ესპანური გამოცემა AS-ს ინფორმაციით, მილანი კასტილეხოს გაყიდვას 8 მილიონად გეგმავს, თუმცა ხეტაფეს მისი გაფორმება უფრო იავად, დაახლოებით 5-6 მილიონად სურს.