კასტროვილი:“ფიორენტინაში თავს კარგად ვგრძნობ“

უამრავი სატრანსფერო ჭორის მიუხედავად,გაეტანო კასტროვილი ფიორენტინაში დარჩენას აპირებს და მისი თქმით,ის იების რიგებში თავს კარგად გრძნობს.

„აღიარება მსიამოვნებს,თუმცა ფლორენციაში ბედნიერი ვარ.აქ ყველა მენდობა.გავაგრძელებთ თუ არა მე და კიეზა ერთად თამაშს?ეს თავად ფედერიკოს და გუნდის ხელმძღვანელობას უნდა შეეკითხოთ,მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია,რომ კიეზა არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და მის გვერდით თამაში დიდი სიამოვნებაა.


ფეხბურთელმა კომენტარი სკუდეტოსთვის ბრძოლაზეც გააკეთა.


„წინ ჯერ კიდევ 11 ტურია დარჩენილი და ლიდერებს შორის სხვაობა სულ რამდენიმე ქულაა,იუვენტუსი ფავორიტია,თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

„ლაციოს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ასე იოლად არ დანებდებიან,ინტერის ჩამოწერა კი ჯერჯერობით არ შეიძლება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.