Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კასტრო:“ ინტერის წინააღმდეგ უნაკლოდ უნდა ვითამაშოთ“

დონეცკის შახტარის მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გუნდმა უნაკლო თამაში უნდა ჩაატაროს.

„ინტერთან წინააღმდეგ ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება. პაექრობა მიწევს მწვრთნელთან, რომელიც ყოველთვის კარგ და დაბალანსებულ გუნდებს აშენებს როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. სწორედ ეს მოხდა ინტერშიც, პანდემიის შემდეგ გუნდი შესანიშნავად გამოიყურება.

„უმრავლესობა ფიქრობს, რომ ინტერი ფავორიტია, თუმცა თამაშების ბედი მოედანზე წყდება და არა ფურცელზე. ჩვენ მოედანზე შიშით არასოდეს გავსულვართ და ეს არც დღეს მოხდება.

„ჩვენ ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ეგიდით 11 შეხვედრა გავმართეთ და მარცხი მხოლოდ 2 მათგანში ვიწვნიეთ, სიტის და ატალანტას წინააღმდეგ. ორივე თამაში სახლში იყო, გასვლაზე ჯერ გუნდს არ წაუგია.

„წინ რთული თამაში გველის და როგორც ტაქტიკურად, ასევე ტექნიკურად უნაკლო მატჩის ჩატარება გვმართებს, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.